მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბიო უარყოფს, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა რუსეთის "სურვილების სიაა"

რუბიო და ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამერიკელი სენატორების მტკიცებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უთხრა მათ, რომ ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა რუსეთის „სურვილების სიაა“. აღნიშნულის საპასუხოდ, რუბიომ განაცხადა, რომ გეგმაზე მთელი თვის განმავლობაში როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ მხარესთან ერთად იმუშავეს.

„სამშვიდობო წინადადება აშშ-ს მიერ არის შექმნილი. ის მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის მყარი ჩარჩოს სახით არის შემოთავაზებული“, - დაწერა რუბიომ X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინისთვის ტრამპის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია მედიაში მიმდინარე კვირას გავრცელდა. გეგმა ითვალისწინებს რუსეთის მრავალ მოთხოვნას, მათ შორის ტერიტორიის დიდი ნაწილის დათმობას.

ტრამპი ამბობს, რომ სურს, რომ უკრაინამ გეგმა მომავალი კვირის ბოლომდე მიიღოს.

ცნობისთვის, დღეს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრაა დაგეგმილი, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგი ნაბიჯები განიხილონ. შეხვედრაზე ამერიკული მხრიდან ჟენევაში მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები