მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი ისტორიულად გაუფასურდა, დოლარი 117 რუბლი ღირს, ევრო - 130

62207ec80b63e
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.22 12:47
897
დღეს რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. ვაჭრობა დოლართან 100 რუბლზე გაიხსნა და მალევე 117 რუბლამდე გაუფასურდა. რეკორდულად გაუფასურდა რუბლი ევროსთან, ვაჭრობის გახსნისას კურსი 108 რუბლზე იყო, ამჟამად კი 130 რუბლს შეადგენს. 

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტის შეძენისას 30%-იანი საკომისიო შემოიღო. მარეგულირებლის თქმით, 30%-იანი საკომისიოს მოცულობის დაწესებით, ცენტრალური ბანკი ათანაბრებს საკომისიოს მოცულობას ბროკერებსა და ბანკებს შორის. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შესახებ რუსული TASS-ი წერს.

გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ეკონომიკური სანქციები მიიღო. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სანქციის თანახმად, 12 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროს გაგზავნა/შეტანა სრულად აიკრძალა.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროს მიწოდების აკრძალვა ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე კომერციულ ბანკებზე, ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ცენტრალურ ბანკზეც.

აკრძალვა ძალაში 12 მარტიდან შევა და შედეგად, რუსეთის ეკონომიკაში ევროს ახალი ბანკნოტები აღარ მოხვდება.

ამავე სანქციების მიხედვით, რუსეთის მსხვილი ბანკები SWIFT-იდან გაითიშება, ესენია:

1. Bank Otkritie;
2. Novikombank;
3. Promsvyazbank;
4. Rossiya Bank;
5. Sovcombank;
6. VNESHECONOMBANK (VEB);
7. VTB BANK.

კაპიტალის კონტროლის ზომები შემოიღო თავად რუსეთის მთავრობამაც, რომელმაც მოქალაქეებს რუსეთიდან უცხოეთში ვალუტის გატანა შეუზღუდა. რუსეთიდან $10,000 დოლარზე დიდი მოცულობის თანხის გატანა აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები