მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლის ბრუნვა თითქმის განულებულია, რუსეთის მოქალაქეები დოლარს ახურდავებენ - ასოციაცია

6228c7bca5330
ელენე გოგბერაშვილი
09.03.22 19:45
1932
საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბოლო 13 დღის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 20 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა და მათგან ახლა ქვეყანაში 3000-მდე რჩება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების და ასევე, უშუალოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ დეპოზიტების განაღდებასა და ვალუტის გადახურდავებასთან დაკავშირებით თავისი მოქალაქეებისთვის შემოღებული წესებიდან გამომდინარე, bm.ge დაინტერესდა, რა ვალუტით შემოდიან საქართველოში რუსეთის მოქალაქეები. 

როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში არათუ რუბლი, არამედ დოლარი შემოიტანეს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში სწორედ დოლარს ახურდავებენ. ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ქავთარაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ რუბლის ბრუნვა თითქმის განულებულია.

"ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა რაოდენობრივად დიდი თანხები არ კონვერტირდება; რაც კონვერტირდება - ისიც დოლარში, თუმცა სადღაც 50, 100 დოლარს ახურდავებენ. მათი კონვერტაციის მთავარი ვალუტა დოლარია.

რაც შეეხება რუბლის მიმოქცევას, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუბლის მიმოქცევა შემცირდა. კურსი დაბალია, შესაბამისად, სავალუტოები ფრთხილობენ დიდ რაოდენობაზე კონვერტაციის შესრულებას. იქიდან გამომდინარე, რომ ბანკები გადარიცხვებს აღარ ახორციელებენ, ბაზარზე რუბლზე მოთხოვნაც არ არის; სადღაც 95%-ით შემცირდა რუბლის ბრუნვა, თუმცა მინიმალური რაოდენობა რაც შემოდის, მაინც კონვერტირდება.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუბლს, ძირითადად, ახურდავებდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ფულს გზავნილების სახით იღებდნენ. გზავნილები განულებულია, შესაბამისად რუბლიც აღარ კონვერტირდება“, - აცხადებს ნინო ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები