მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუხი დედოფლის“ კოსმეტიკა ექსპორტზე კატარში გავიდა

ruxi dedofali

კომპანია „რუხი დედოფლის“ კოსმეტიკური საშუალებები 10 თებერვალს ექსპორტზე კატარში გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად „ქალების ნარატივის“ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ კვარაცხელიამ გააჟღერა.

„რუხი დედოფალი“ 14 სახეობის სრულად ნატურალურ პროდუქტებზე, თაფლზე, ცვილზე და პროპოლისზე, დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს. არაბულ ბაზარზე „რუხი დედოფლის“ კოსმეტიკური საშუალებები 50-70 დოლარის ფარგლებში გაიყიდება.

„კატარი საკმაოდ კომფორტული ბაზარი აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის. თაფლის მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია ამ ბაზარზე მასშტაბურად ვოპერირებთ, თუმცა ქართული კოსმეტიკა ექსპორტზე ნამდვილად დიდი სიახლე და გამოწვევა აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, აგრეთვე საქართველოსთვის. 2 წელზე მეტია ვმუშაობთ ფორმულებზე და შედეგმაც არ დააყოვნა, 2024 წელი კოსმეტიკის ექსპორტით გავხსენით.

კატარში გამოფენაზე პირველად შარშან ვიყავით, სადაც არაბ ინვესტორებთან გავაფორმეთ პარტნიორული ხელშეკრულება გავაფორმეთ. სწორედ მათი დახმარებით გავგზავნეთ კოსმეტიკის პროდუქცია კატარში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კოსმეტიკური საშუალებები ექსპორტზე კატარში გავიდა. ჩვენივე არაბი პარტნიორების დახმარებით წელსვე პროდუქციის ექსპორტზე გატანას დუბაიში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა თამარ კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, არაბი პარტნიორების დახმარებით ზაფხულში „რუხი დედოფალი“ ბრენდ მაღაზიის გახსნასაც აპირებს.

შეგახსენებთ, „რუხი დედოფალი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. რომლის წარმოებული “თხევადი ოქრო” უკვე ხელმისაწვდომია კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები