მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსები ფიქრობდნენ, რომ მათი ოპერაცია ხანმოკლე იქნებოდა, ასე თვლიდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც“

6222278b89668
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.22 19:42
993
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკის და ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებით, რუსები ფიქრობდნენ, რომ მათი ოპერაცია უკრაინაში ხანმოკლე იქნებოდა და ასე ფიქრობდნენ უკრაინის დასავლელი პარტნიორებიც. ამის შესახებ მათ ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც უკრაინული არხების საშუალებით გადაიცემოდა.

„როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მშვიდობის აღსრულების ოპერაციას გეგმავდა, თვლიდა, რომ ეს ოპერაცია ხანმოკლე იქნებოდა და რომ ის აქედან რაიმე შედეგს მიიღებდა“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, ახლა რუსებმა უკრაინის ბევრ ქალაქში გაჭიანურებული ბრძოლა მიიღეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ევროპის ცენტრში ჰუმანიტარულ კატასტროფად იქცა. უპირობოდ, სანქციების პაკეტი, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებენ, მისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანია, რომლებიც 2-3 წელი იმოქმედებს. დღესაც რომ გააუქმონ ისინი, ამ ყველაფერმა მათი ეკონომიკა უკვე დაანგრია“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ის თლის, რომ ოკუპანტს აწყობს რაიმე შეთანხმების მიღწევა „და გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ინტერესებში უნდა იყოს, რადგან როდესაც ისინი მოლაპარაკების პროცესში შემოდიოდნენ მათ ერთი პოზიცია ჰქონდათ, თუმცა ახლა მათი პოზიციები იქიდან გამომდინარეობს თუ როგორ იბრძვის უკრაინა - რასაც არავინ ელოდა... ისინი ფიქრობდნენ, რომ 3 დღეში გაგვანადგურებდნენ“, - თქვა მან.

დავით არახამიან კი აღნიშნა, რომ ამას არც დასავლელი პარტნიორები ელოდნენ და სწორედ ამიტომ არ მიუღია უკრაინას დახმარება პირველი სამი დღის განმავლობაში. „რადგან ყველა ფიქრობდა, რომ ოპერაცია 3 დღეში დასრულდებოდა და რუსეთის დროშა რადას და პრეზიდენტის ოფისის თავზე აღიმართებოდა“, - თქვა არახამიამ.
თავის მხრივ რუსეთთნ მოლაპარაკების პროცესი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა შეაფასა და განაცხადა: „რუსეთის ფედერაციის პოზიცია ხისტია, რბილი რომ ყოფილიყო, მაშინ ისინი თავს არ დაესხმებოდნენ უკრაინას. უკრანის მთავარსარდლის პოზიციაც მკაცრია და ამიტომ მოლაპარაკებები მძიმედ წარიმართება, თუმცა ისინი წარიმართება“.

მიხეილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციას დასავლელი პარტნიორები ამყარებენ.

„პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე სახის დათმობაზე არ წავა, როემლიც დღეს უკრაინაში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის წარმოებულ ბრძოლას ასე თუ ისე დაამცირებს. მეტიც პრეზიდენტს მკაფიოდ ესმის რა საზღვრებზე შეიძლება წავიდეთ და რომელზე არა რუსეთთან საუბრისას. ეს დიდი კონსტრუქციაა, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები