მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსები რუსეთიდან გარბიან და ჩვენ რატომ მივდივართ რუსეთში? - გიდი

ნუცა ცქიმანაური

გიდი ნუცა ცქიმანაური სოციალურ ქსელში „რუსული კანონის“ მიღების მცდელობას აპროტესტებს.

„დღეს შინ ჯდომა და გაჩუმება არის ღალატის ტოლფასი!“, - წერს გიდი სოციალურ ქსელში.

ნუცა ცქიმანაური თანამოქალაქეებს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„რუსული კანონებით, რუსეთზე დამოკიდებულებით საქართველო ვერაფერს მოიგებს და ისევ იზოლაციაში დავრჩებით, როგორც ვიყავით ბოლო 300 წელი! არ გვეყო?!

ყველა სიკეთე, რაც მოგწონთ დღეს - ევროპაში უვიზო მოგზაურობა, სწავლა, გართობა, ცხოვრების უკეთესი ხარისხის პერსპექტივა, უკეთესი ხელფასი, ღირსეული ჯანდაცვა, ღირსეული პირობები - ყველაფერი უკან დაგვრჩება!

რუსები რუსეთიდან გარბიან და ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ?

გამოდით! ჩვენი შვილებისთვის გამოდით!", - წერს ნუცა ცქიმანაური.

“რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტის უკან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. 19:00 საათიდან კი, პარლამენტის წინ გაგრძელდება.

პარლამენტმა „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით კენჭი დღეს უნდა უყაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები