სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი, BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ მაღალ სეგმენტურ სასტუმროებში, რუსი ტურისტების წილი შემცირებულია.
მისი თქმით, თბილისის მასშტაბით, რუსეთიდან შემოსული ადამიანები, საქართველოში თავად აქირავებენ ბინებს და ქვეყანაში რჩებიან.
“სექტემბერში ჩვენს სასტუმროებში, არა 5 ვარსკვლავიან სეგმენტში, არამედ დანარჩენ სასტუმროებში, რუსი ტურისტების პროცენტული რაოდენობა 1.6%-მდე ჩამოვიდა, თბილისის მასშტაბით. არის 5-ვარსკვლავიანი სეგმენტი, სადაც რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები რჩებიან და არის მეორე სეგმენტი, რომელიც სრულად აითვისა აქ ჩამოსახლებულმა ადამიანებმა და ისინი თავისივე ნაქირავებ თუ ნაყიდ სახლებს სთავაზობენ რუსეთის მოქალაქეებს.
ამ სახლებში რჩება საკმაოდ ბევრი რუსი. შეიძლება სტატისტიკამ გვაჩვენოს, რომ ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი, თვითონვე აქირავებენ თავის ბინებს და სასტუმროებში მათი რაოდენობა მხოლოდ 1.6.%-მდეა დარჩენილი“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი