მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსების კვლევით, აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე ბადრა გუნბა იგებს

ბადრა გუნბა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. რუსული კვლევითი ორგანიზაცია ВЦИОМ-ი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაატარა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობის 32% მზად არის, ხმა ბადრა გუნბას მისცეს. ის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. ასლან ბჟანიას გადადგომამდე კი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ВЦИОМ-ის მიხედვით, მეორე ადგილზეა ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი, ადგურ არძინბა, რომელსაც ხმას 15% აძლევს. კვლევის მიხედვით, 7% ხმას ოლეგ ბარციცს, 5% რობერტ არშბას და 2% ადგურ ხურხუმალს აძლევს .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები