მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ბადრა გუნბა დასახელდა

ბადრა გუნბა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა ბადრა გუნბას სურს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა.

ბადრა გუნბა ასლან ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტობის დროს დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი იყო. ბჟანიას გადადგომის შემდეგ, ის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტობის მსურველი ე.წ. კანდიდატების რეგისტრაცია 6 იანვრამდე გაგრძელდება. სხვა კანდიდატების ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატს წარადგენს ე.წ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი. არსებული ინფორმაციით, მისი კანდიდატი ოლეგ ბარციცი იქნება. აღსანიშნავია, რომ ანქვაბი და ბჟანია მოწინააღმდეგეები არ არიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები