მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის "ორმაგი დაბეგვრა" გაუქმდა

დაბეგვრა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება დაარატიფიცირა. ე.წ. პარლამენტმა ის დღეს დაამტკიცა.

რას ნიშნავს ცვლილება? Sputnik-ის ეთერში ცვლილებებზე სოციალურ - ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსეი ზუბეცმა ისაუბრა.

"ორმაგი დაბეგვრა არის, როდესაც ბიზნესის მფლობელი ერთი ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტია და შემოსავალს მეორეში იღებს. მან გადასახადი ორივე ქვეყანაში უნდა გადაიხადოს, რაც ბიზნესისთვის წაგებიანია. ახლა თუ აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთში ბიზნესს აწარმოებენ, ორმაგ დაბეგვრა არ დაექვემდებარებიან. იგივე გავრცელდება რუსეთის მოქალაქეებზეც, რომლებიც ბიზნესს აფხაზეთში აწარმოებენ. საშემოსავლო გადასახადი 10% იქნება. ეს ზომიერი პროცენტია, რომელიც რუსებს საშუალებას მისცემს, აფხაზეთში ინვესტიციები განახორციელონ", - განაცხადა ალექსეი ზუბეცმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები