რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო RIA Novosti-სთან საუბრისას ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ნაურუს გადაწყვეტილებაზე განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მოტივები მოსკოვისთვის გაუგებარია.
"როგორც იცით, რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არასდროს ერევა. ჩვენი მხრიდან დავსძენთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მოტივები რუსული მხარისთვის გაუგებარია", - აღნიშნეს უწყებაში, რუსული მედიის თანახმად.
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმება კუნძულოვანი რესპუბლიკის "გარე სამყაროსთან კონტაქტების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებას" ხელს არ შეუწყობს.
21 ივლისს ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმა.
შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.




























