მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთს ორი გზა აქვს: ან მოსკოვის პირობების შესრულება, ან განვითარება - აფხაზი ეკონომისტი

პუტინი

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 141 მლნ. რუბლის (1.6 მლნ დოლარის) დახმარება შეუჩერა. როგორც ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ დოკუმენტი უნდა დაემტკიცებინა.

ეკონომისტ ახრა არისტავას თქმით, რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთთან ურთიერთობაში, დიდი ხანია შეცვლილია. მისი თქმით, აფხაზეთს ორი გზა აქვს:

"ან აფხაზეთი მიიღებს დოტაციას, გაყოფს სუვერენიტეტს და მოსკოვის პირობებს შეასრულებს, ან რეფორმებს გაატარებს, ეკონომიკას განავითარებს და თავად ყველა ხარჯს თვითონ დააფინანსებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივად მოგებიან საფუძველზე უნდა აშენდეს. წლების განმავლობაში დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მეორე გზას ვერ ადგას, ამიტომ გასაკვირი არაფერია", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები