უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის ინფორააციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების III რაუნდი კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 18:00 სთ).
„მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან. მესამე რაუნდი. დასაწყისი კიევის დროით 16:00 საათზე. დელეგაცია უცვლელია...“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ში.
მისი პოსტიდან ჩანს, რომ უკრაინის დელეგაცია გზაშია, თუმცა სად გაიმართება შეხვედრა უცნობია.