მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ვაჭრობაზე

BM.GE
15.12.22 12:07
327
თითქმის 10 თვე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო რომელმაც თავად უკრაინისთვის მიყენებული შეუფასებელი დანაკარგის გარდა, მსოფლიოს ეკონომიკები ბევრი მიმართულებით დააზარალა, თუმცა ყველაზე მეტად გავლენა მაინც ვაჭრობას უკავშირდება. ვაჭრობა შეფერხდა როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ასევე ომის პირობებში უკრაინის ეკონომიკის ფაქტობრივი გაჩერებით. 

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელიც ერთდროულად ორივე ომში ჩართულ ქვეყანაზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. გასული წლის მონაცემებით რუსეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მეორე ადგილი ეკავა $1.6 მილიარდ დოლარიანი ბრუნვით, ხოლო უკრაინას მეექვსე ადგილი 759 მილიარდ დოლარიანი მაჩვენებლით. საწყის ეტაპზე იყო მოლოდინი რომ გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად ნეგატიური იქნებოდა, თუმცა ეს მოლოდინი მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით გამართლა, საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობა კი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. 

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი, ეკონომისტი;

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები