„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყავს“-ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ესკალაცია ისეთ ფაზაში შევა, რომ საქართველოს მოუწევს რუსეთის მისამართით დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.