მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ბენზინზე ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას ვადაზე აპირებს

საწვავი ბენზინი

რუსეთი აპირებს, ვადაზე ადრე, უახლოეს მომავალში გააუქმოს ბენზინის ექსპორტის აკრძალვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა.

"დიახ, იქნება [ბენზინის ექსპორტის აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნა] . ახლა საბუთები მზადდება", - ციტირებს რუსული მედია ნოვაკის განცხადებას, რომელმაც აკრძალვის გაუქმების ზუსტი თარიღი არ დაასახელა.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე ნოვაკმა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის ვადამდე მოხსნის შესაძლებლობა გააანალიზოს.

რუსეთმა ბენზინის ექსპორტი ჯერ კიდევ მარტში, 6 თვით აკრძალა. ზაფხულიდან კი შეზღუდვა გახანგრძლივდა. ემბარგო არ ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები