მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ

დაბეგვრა

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდების აღკვეთაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტი როიალტისა და დივიდენდის შემოსავალზე ერთიანი გადასახადის განაკვეთებს 10%-ით ადგენს. ამასთან, საპროცენტო შემოსავლის გადასახადის განაკვეთი 0%-იანი იქნება.

შეთანხმების მიხედვით, დეველოპერებისთვის საშემოსავლო გადასახადი 18 თვით უქმდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადახდა მხოლოდ იმ ქვეყანაში იქნება საჭირო, სადაც დეველოპერი რეზიდენტია.

სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა რატიფიცირდეს, ე.წ.კანონი კი 2025 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები