უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებიან.
მათივე ცნობით, მოლდოვას რესპუბლიკის მიერ არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონის მცხოვრებლები SMS შეტყობინებებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების სახელით იღებენ, რომლებიც მათი "სარაკეტო და საარტილერიო" დარტყმების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
უკრაინის თავდაცვის უწყება ამგვარ ინციდენტებს რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს.