მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის ჰუმანიტარულად მიწოდებას ხვალიდან დაიწყებს

აფხაზეთის პარლამენტი

23 დეკემბრიდან რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას დაიწყებს. მთლიანობაში, ეს იქნება 327 მილიონი კილოვატ საათი , - განაცხადა ე.წ. აფხაზეთის არალეგიტიმურმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ.

საქმე ისაა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაა ელექტროენერგია დღეში ერთი საათი და 20 წუთი მიეწოდებათ. მიზეზი ენგურჰესზე წყლის დონის დაკლება და რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის კომერციულ ფასად მიწოდებაა. ე.წ. ბიუჯეტს ელექტროენერგიის შეძენის საშუალება არ აქვს. როგორც ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზებთან შეხვედრისას განაცხადა, ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 98%-ს ახლა მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს, თუმცა ესეც საკმარისი არ არის.

ცნობისთვის, "ენგურჰესიდან" გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს ოკუპირებული აფხაზეთი, 60%-ს კი დანარჩენი საქართველო იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები