მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი ევრაზიული კავშირის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს - ლავროვი

ლავროვი

"რუსეთი ხელს შეუწყობს ევრაზიულ სივრცეში ორგანიზაციის შექმნის კონცეფციას, რომელიც კონტინენტის ყველა ქვეყანას გააერთიანებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში მთავრობის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"აფრიკაში არის აფრიკის კავშირი, რომელიც აერთიანებს ყველა აფრიკულ ქვეყანას. ლათინურ ამერიკაში არის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობა, მაგრამ ევრაზიაში ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს", - განაცხადა ლავროვმა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, არსებობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელიც ევროატლანტიკური კონცეფციის საფუძველზეა აშენებული.

"ასევე არის ბევრი სუბრეგიონული სტრუქტურა, მათ შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო. ბევრი ასოციაციაა, მაგრამ არ არსებობს ერთი ფორუმი, სადაც კონტინენტის ყველა ქვეყანა, ბუნებრივია, ერთმანეთის მეზობელი იქნება წარმოდგენილი", - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ევრაზიული კავშირის შესაქმნელად მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები