მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი იმ გემების გაჩერებით იმუქრება, რომლებიც "მარცვლეულის დერეფანში" გადაადგილდებიან

6360db28b4047
მარიამ ვარადაშვილი
01.11.22 12:54
551
შეთანხმების დატოვების შემდეგ რუსეთი მარცვლეულით დატვირთული გემების გაჩერებით იმუქრება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანა იმ შეთანხმებიდან გავიდა, რომლითაც ოდესის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით ხორციელდებოდა.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტი უკრაინის ტერიტორიიდან გასულ ყველა გემს შეამოწმებს, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნება. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტამბოლში შეთანხმებული უსაფრთხო კორიდორით ნებისმიერი გემის გადაადგილება მათთვის მიუღებელი იქნება.

მიმდინარე წლის ივლისში უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ჯამში 9.5 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული. ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიც იყო შექმნილი, რომელიც პორტებიდან გასულ გემებს უწევდა ინსპექტირებას.

შეთანხმებიდან გასვლას წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უძღოდა, რომ სევასტოპოლთან ახლოს უკრაინა დრონებით დაესხა თავს შავი ზღვის ფლოტს და ამაში ბრიტანელი საზღვაო “სპეციალისტები” დაეხმარნენ. დიდმა ბრიტანეთმა უარყო რუსეთის ეს ბრალდება. მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე ვლადიმერ პუტინმაც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი არ გამოდის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებიდან, უბრალოდ აჩერებს მასში მონაწილეობას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები