მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, ინდოეთი, პოლონეთი... - საიდან სტუმრობენ ყველაზე ხშირად საქართველოს დაცულ ტერიტორიებს?

პრომეთეს მღვიმე

2024 წლის I კვარტალში საქართველოს დაცული ტერიტორიებზე ვიზიტებმა 61 000-ს მიაღწია, საიდანაც ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტებია. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი და 10%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

„2021 წლიდან მოყოლებული, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2024 წლის I კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა ვიზიტებმა ჯამურად 61 ათასს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება 2023 წლის I კვარტალის მაჩვენებელს, თუმცა ჩამორჩება 2019 წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირებულ რიცხვს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

არსებული ტენდენციით, 2019 წლიდან მოყოლებული, დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივ ვიზიტორებს საერთაშორისო ვიზიტორები სჭარბობდნენ. იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესობა რუსეთიდან (30%), ინდოეთიდან (28%), პოლონეთიდან (12%), ისრაელიდან (12%) და ყაზახეთიდან (9%) იყო.

ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (26%) და თბილისის ეროვნულ პარკს (16%) ესტუმრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები