მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხარისხიან, თუმცა იაფ პროდუქტს ითხოვს - რატომ შემცირდა რუსეთში ხილის წვენების ექსპორტი?

ხილის წვენები

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ რვა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 32%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან $13 726 000-ის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა. მოცულობამ 9 247 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მთავარი საექსპორტო ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ჯამში $3 572 000-ის წვენები გავიდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართული წვენების მთავარი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. წელს კი რუსეთში პირველ რვა თვეში მხოლოდ $725 960 ღირებულების, 578 ტონა წვენების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როცა გასულ წელს, მეზობელ ქვეყანაში - 3 343 000 დოლარის, 2 961 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. შედეგად, რუსეთმა წელს, საექსპორტო ბაზრების რეიტინგში - პირველი პოზიციიდან - მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

რას უკავშირდება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შემცირება? – bm.ge-ის კითხვას, კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მმართველი პარტნიორი პასუხობს.

როგორც სოსო მანჯავიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წვენების ხარისხი გაუმჯობესდა, რაც პროდუქტის ღირებულებაზეც აისახა, რუსეთის ბაზარს კი ხარისხიანი პროდუქტის იაფად შეძენა სურს, რაც როგორც ის ამბობს, ქართულ კომპანიებს არ უღირთ.

„რუსეთი არასტაბილური ბაზარია, საფასო პოლიტიკა კი დაბალია. მათ სურვილი აქვთ, რომ შეიძინონ ხარისხიანი პროდუქტი, თუმცა იაფად. ეს რთულია. როცა შენ აწარმოებს ნატურალურ, ხარისხიან პროდუქტს, მისი ფასი არ არის დაბალი. ის გადის პრემიუმ კლასში.

მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართული წვენების წარმოების 80% პრემიუმ კლასია, ბევრი ჩვენი კომპანია პრემიუმ კლასის წვენებს ქმნის, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის მისაღები არ არის. ისინი ეძებენ უფრო იაფ პროდუქტს. ჩვენთან ამ დონემ აიწია“ - ამბობს „ქართული აგროპროდუქტის“ მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები