რუსეთმა პოლონეთს მოუწოდა, ბელორუსთან ჩაკეტილი საზღვარი გახსნას. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ოფიციალური ვარშავას მიერ მიღებული გადაწყვეტილება “დესტრუქციულად” აღიქმება და თუ არ გაუქმდება, “სერიოზულ შედეგებს” გამოიწვევს.
შეგახსენებთ, პოლონეთმა ბელორუსთან საზღვრები დღეს, ღამის 12 საათის დადგომისას ჩაკეტა. მიზეზად კი საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე რუსულ-ბელორუსული სამხედრო წვრთნა, “Zapad 2025” დასახელდა.
პოლონეთის ხელისუფლების განმარტებით, ერთობლივი წვრთნების მიზანი იმ სცენარის გათამაშებაა, როცა რუსეთი და ბელორუსი პოლონეთს ესხმიან თავს თავს და კალინინგრადთან დამაკავშირებელ სტრატეგიულ სუვალსკის კორიდორს აკონტროლებენ. ოფიციალურ კრემლში კი აცხადებენ, რომ წვრთნების მიზანი კორიდორის დაკავების სიმულაცია სულაც არ არის და ამაზე მიუთითებს სწავლებაში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება და საზღვრისპირა ზონიდან წვრთნების ნაწილობრივ გადატანა.




























