მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მსოფლიოში უმსხვილესს ნავთობკომპანიას აყალიბებს

რუსეთი აპირებს, რომ სამი უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის "როსნეფტის", "გაზპრომნეფტის" და "ლუკოილის" შერწყმა ერთ საერთო კომპანიად მოხდეს და ამის თაობაზე, წყაროებზე დაყრდნობით, არც მეტი და ნაკლები ვოლსტრიტჯორნალი წერს. ეს თუ ასე მოხდა, გამოდის რომ მსოფლიოში შეიქმნება ზომით და სიდიდით მეორე კომპანია, რომელიც მოცულობებით მხოლოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია "საუდი არამკოს" ჩამოუვარდება. რას შეცვლის ასეთი ვითარება მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე ჯერ ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მივიღებთ ახალ ენერგოგინატს და ეს გაერთიანება თუ მოხდა, ეს იქნება ნომერ მეორე ყველაზე მსხვილი ნავთობის მწარმოებელი კომპანია პლანეტაზე, რომელიც გაცილებით იოლად გაუმკლავდება დასავლურ სანქციებსაც, რაც რუსულ კომპანიებს გამართულ ექსპორტს ურთულებს, აფერხებს გადარიცხვების და საბანკო ტრანზაქციების თემას და რაც მთავარია, ახალი ნავთობის საბადოების დამუშავება აღარ ხდება. და ასევე მთავარი, ეს გაერთიანებული კომპანია შეძლებს გაცილებით მეტი ფულის შოვნას და შემოსავლის მიღებას, ვიდრე ეს კომპანიები ცალ-ცალკე. კიდევ ერთ-ერთი მთავარი, რითაც შემოსავლების ნაკადების მომართვა მოხდება, უკავშირდება "ლუკოილის" დუბაის ოფისს. შეგახსენებთ, რომ სწორედ დუბაიში მდებარეობს უმსხვილესი ტრეიდინგ კომპანია "ლიტასკო" (Litasco), რომელიც როსნეფტის, ლუკოილის და გაზპრომნეფტის გაერთიანების შემთხვევაში გახდება გაყიდვის მთავარი ლოკაცია უკვე პლანეტის რიგით მეორე ენერგო გიგანტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები