ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ოქმის რატიფიცირებას ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, პროპანი იმ საქონლის ნუსხაში შედის, რომლის ექსპორტი რუსეთიდან აფხაზეთში, საბაჟო გადასახადის გარეშეა შესაძლებელი. კანონი 10 დღეში შევა ძალაში.
"ენერგეტიკული დეფიციტის პირობებში, აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა წელიწადში 2 ათასი ტონა თხევადი გაზის მიწოდება“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.