კომპანია "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორის შეფასებით, რუსული ენერგოგიგანტის, Inter RAO-ს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის 7%-ით გაძვირება საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ცნობილია, Inter RAO 1-ელი ოქტომბრიდან მთლიანად შეაჩერებს ან შეზღუდავს ელექტროენერგიის ექსპორტს აზერბაიჯანში, ჩინეთსა და მონღოლეთში, თუ კონტრაგენტები 7%-ით გაზრდილ ფასს არ გადაიხდიან. რას აცხადებენ რუსულ კომპანიაში და რა შეფასებები კეთდება საქართველოში?