უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის ფონზე, რუსეთის მთავრობამ სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრად გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსეთი შეიარაღებაზე დაახლოებით 110 მილიარდ დოლარს დახარჯავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.
მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომავალ წელს რუსეთის მთავრობა შეიარაღებაზე 68%-ით მეტს დახარჯავს, რაც საკმაოდ მკვეთრ ზრდად შეიძლება ჩაითვალოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთს ომის წარმოება განსაკუთრებით უძვირდება, რადგან სამხედრო იარაღის მარაგები იწურება, ახალი რესურსების შეძენა კი დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.