მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი “საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების” დადგენას კვლავ ითხოვს

კრემლი

“საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციამ და შემდგომ დემარკაციამ, შეიძლება ხელი შეუწყოს „რეგიონში საერთო სიტუაციის გაუმჯობესებას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟენევაში 4-5 მარტს გამართული კონსულტაციებს შეეხება.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება „გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირების მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ შემრიგებლურ განცხადებებზე".

„ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ხაზი გაესვა გაცხადებული განზრახვების ხელახლა დადასტურების მნიშვნელობას, ასევე მათ, კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებად, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინაშე, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შესაბამისი შეთანხმების სახით სამართლებრივ ვალდებულებებად გადაქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი მიესალმნენ დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინიციატივას, დღის წესრიგში განსახილველად პოლიტიკური განცხადების დაბრუნების სახით პირველი ნაბიჯი აღნიშნული შეთანხმების გაფორმება იყოს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები