მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წელს ბრუნვა $2.6 მლრდ-მდე გაიზარდა

ვაჭრობა

საქართველოსთვის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. $25.8-მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთს 10.4%-იანი წილით, თურქეთის და აშშ-ის შემდეგ, მესამე ადგილი უკავია. 2025 წელს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი 6.3%-ით 2 მილიარდ 688 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტზე მოდის, რაც გასულ წელს 4.9%-ით 1 მილიარდ 939 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი მცირედ შემცირდა.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტის რეიტინგი ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $477.6 მლნ, 693 644 ტონა;
  2. ნავთობის აირები - $206.4 მლნ, 741 375 ტონა;
  3. ხორბალი და მესლინი - $102.2 მლნ, 405 018 ტონა;
  4. ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $95.8 მლნ, 225 283 ტონა;
  5. მზესუმზირის ზეთი - $56.8 მლნ, 37 498 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს რუსეთში საქონლის გაყიდვები 10.3%-ით გაიზარდა და საქართველომ რუსეთში საქონლის გაყიდვით 749 მილიონ 298 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში მთავარი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ღვინის, მინერალური წყლების და ლიმონათების გაყიდვები შემცირებულია.

TOP-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $170.6 მლნ, 60 834 ტონა;
  2. სპირტიანი სასმელები - $157.9 მლნ, 39 289 ტონა;
  3. მინერალური წყლები - $71 მლნ, 131 780 ტონა;
  4. ლიმონათები - $50.7 მლნ, 58 372 ტონა;
  5. ხილი, კაკალი და საკვებად ვარგისი მცენარის სხვა ნაწილები - $50.3 მლნ, 5 995 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები