მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

სავაჭრო ბრუნვა

2024 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი, ასევე რუსეთიდან იმპორტი შემცირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11.4%, ანუ 1.4 მილიარდი დოლარი მოდის.

რუსეთიდან იმპორტი

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.5-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. უფრო დეტალურად, იანვარ-ივლისში რუსეთი მეორე ადგილზე იყო საიმპორტო პარტნიორებს შორის და იმპორტმა წლიურად 6.1%-იანი კლების შემდეგ, 1 მლრდ 21 მლნ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 11.3%-ია.

რაც შეეხება ძირითად საიმპორტო პროდუქციას, რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $330.8 მლნ;
  • ბუნებრივი აირი - $104.7 მლნ;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) - $32.9 მლნ;
  • ხორბალი და მესლინი - $32.3 მლნ;
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - $28 მლნ.

რუსეთში ექსპორტი

იანვარ-ივლისში ექსპორტმა 407.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 11.5%-იანი წილით.

რუსეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია ასე გამოიყურება:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $121.5 მლნ;
  • სპირტიანი სასმელები - $85 მლნ;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $47.9 მლნ;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $34.7;
  • ხილის ნაყოფები, ახალი - $23.5 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები