მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის მიზეზს ასახელებს

6470eabc614d4
ალა ისპირიანი
26.05.23 21:30
1468
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაკვირვებულია იმ რეაქციით, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოში მოჰყვა.

"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა – მადლობა, კარგია", - განაცხადა პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქმიანი რუსეთის" წევრებთან შეხვედრისას.

რუსული მედიის ცნობით პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება საკურორტო სეზონის მოახლოების გათვალისწინებით მიიღო. მისი თქმით, მას სურდა, მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში მიდიან, ასევე რუსული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.

„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა – მადლობა, კარგია. არა, იქ ამ საკითხზე სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა. ძალიან უცნაურია. უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელია. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ სულ გაგიჟდნენ?

რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმის მიხედვით, როგორი რეაგირება ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პუტინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები