"რუსეთი "სოხუმის" აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის მილიარდობით რუბლს დახარჯავს, რათა რუსებისთვის დასასვენებლად ახალი მიმართულება გაჩნდეს", - ამის შესახებ aif.ru-სთან რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. სერგეი რომაშკინის თქმით, აფხაზეთში ტურისტული ნაკადები ყოველწიურად იზრდება.
"ტურისტული ნაკადი წელიწადში 2 მილიონს აღემატება, ძირითადად, ზღვაზე. ჩრდილო-დასავლეთის მხარეს, სოჭში ადლერის აეროპორტია, საიდანაც ხალხი ავტომობილებითა და ავტობუსებით გაგრასა და ბიჭვინთაში მიემგზავრება. ამას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. სოხუმამდე კი, სადაც ასევე კარგი სასტუმროები და სანაპიროა, ჩასვლას 2 საათზე მეტი სჭირდება. აეროპორტის გახსნა ტურისტებისთვის მგზავრობის დროს შეამცირებს, აფხაზეთის მცხოვრებლებს ძალიან გამოადგება. ფრენები რუსეთიდან და უკან, კომფორტული გახდება", - განაცხადა რომაშკინმა.
ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთს შორის ფრენების დაწყება, აფხაზეთის ტურიზმის სექტორს განავითარებს.
"სოხუმის აეროპორტი საბჭოთა დროს მუშაობდა, თუმცა დიდი ხნის მანძილზე ის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იყო და კაპიტალურ შეკეთებას, ინვესტიციებს საჭიროებს. ახლა გაგრასა და ბიჭვინთის გარდა, ტურისტებისთვის აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი აქტიურად ვითარდება. შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლა, პირველ რიგში, ქვეყნის ამ ნაწილს შეეხება.
ახლა, გაგრასა და ბიჭვინთის გარდა, ტურისტებისთვის აქტიურად ვითარდება აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ამიტომ საჰაერო მიმოსვლის გახსნა პირველ რიგში ქვეყნის ამ ნაწილს შეეხება. თავად სოხუმიც თავიდან ბოლომდე ტურისტული ქალაქია, უკვე წელიწადში ასიათასობით დამსვენებელს იღებს. საცხოვრებლები იქ სხვადასხვა დონისაა, არის მაგარი სასტუმროები. ასე რომ განახლებული აეროპორტი აფხაზეთის ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - აღნიშნა მან.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი წელს უნდა შესრულდეს. ინვესტიცია 12 მილიარდ რუბლადაა შეფასებული, საიდანაც 5.6 მლრდ რუბლი რუსეთის ფინანსური დახმარებაა.
სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს სურს. აფხაზებმა მისი კომპანია ინვესტორად უკვე შეარჩიეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.