მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი, თურქეთი, სომხეთი... - საიდან მივიღეთ ყველაზე მეტი ვიზიტორი I კვარტალში?

ტურიზმი

საქსტატმა I კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იანვარ-მარტში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 82.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

რაც შეეხება სტატისტიკას ქვეყნების ჭრილში, 2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

იანვარ-მარტში ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები