მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს

ნაგავი

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე არაერთი ნაგავსაყრელის აშენებას გეგმავს, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ოკუპანტი ექვსი ნაგავსაყრელის ლუგანსკის რეგიონში, ხოლო სამი ნაგავსაყრელის დონეცკის რეგიონში აშენებას გეგმავს. ნაგვის გატანა უკრაინის მოსაზღვრე, რუსული რეგიონებიდან იგეგმება, როგორიცაა ვორონეჟი, როსტოვი და ბელგოროდი.

როგორც ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა, რუსული ფედერაცია ნაგვის გადაყრას დროებით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ტერიტორიებზე უკვე ახორციელებს და ხოლო როსტოვთან ახლოს, ახალი ნაგავსაყრელის აშენებისაგან ადგილობრივი მცხოვრებლების გამო არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები