მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი უნგრეთში 12 მილიარდად ორ ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

630a26043c52d
BM.GE
27.08.22 18:04
1337
უნგრეთმა რუსეთის მიერ ქვეყანაში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებლის მიერ გაცემული თანხმობის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ი ქვეყანაში 12.5 მილიარდ დოლარად ორ ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. 

ახალი რეაქტორები პაკსის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება და თითოეულის დადგმული სიმძლავრე 1,200 მეგავატი იქნება. პაკსის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უკვე მდებარეობს საბჭოთა პერიოდში აშენებული 4 რეაქტორი, რომელთა თითოეულის დადგმული სიმძლავრეც 500 მეგავატ საათია. შესაბამისად, ახალი რეაქტორებით სადგურის ჯამური სიმძლავრე ორჯერ გაიზრდება. 

ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის თანხას 10-მილიარდიანი კრედიტით რუსული მხარე აფინანსებს, ხოლო 2.5 მილიარდის თანადაფინანსებას კი თავად უნგრეთი ახორციელებს. 

ქვეყნებს შორის ახალი სადგურის მშენებლობისთვის მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს გაფორმდა, ახლა კი უნგრეთის მარეულირებელმა საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 

სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი რეაქტორების მშენებლობა უკვე უახლოეს კვირებში დაუწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები