რუსეთის მიერ 2024 წლის ბოლომდე დაწესებული ბენზინის ექსპორტის აკრძალვა, შესაძლოა, მომავალი კვირიდან მოიხსნას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად გადაეგზავნა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე, ანუ მომავალი კვირიდან შევა.
ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა რუსეთმა თავდაპირველად 2024 წლის 1 მარტს აამოქმედა, რის შემდეგაც, დროებით სამჯერ მოხსნა და ისევ დააწესა.
აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი 2-4%-ით გაიზარდა.