მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, იტალიიდან და აშშ-დან გაიზარდა

6259281120dd9
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.22 12:13
1506
გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მარტში საქართველოში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია. 

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა იტალია, საიდანაც მარტში 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ეს თანა წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. 16%-იანი ვარდნაა გზავნილებში რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მარტში 27 მილიონი დოლარი შემოვიდა. მესამე ადგილს იკავებს აშშ, საიდანაც 26 მილიონი გადმოირიცხა.

ქვეყნების რეიტინგი ფულადი გზავნილების მიხედვით:

1 იტალია - $36 მილიონი, მატება წინა წელთან 18%
2 რუსეთის ფედერაცია - $27 მილიონი, კლება წინა წელთან -16%
3 აშშ - $26 მილიონი, მატება წინა წელთან 6%
4 საბერძნეთი - $19 მილიონი, კლება წინა წელთან -8%
5 ისრაელი - $17 მილიონი, მატება წინა წელთან 9%
6 გერმანია - $11 მილიონი, მატება წინა წელთან 35%
7 თურქეთი - $8 მილიონი, კლება წინა წელთან -12%
8 ყაზახეთი - $8 მილიონი, მატება წინა წელთან 217%
9 აზერბაიჯანი - $5 მილიონი, კლება წინა წელთან -35%
10 ესპანეთი - $5 მილიონი, მატება წინა წელთან 5%
11 საფრანგეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 26%
12 გაერთიანებული სამეფო - $3 მილიონი, მატება წინა წელთან 56%
13 პოლონეთი - $3 მილიონი, მატება წინა წელთან 34%
14 ყირგიზეთი - $2 მილიონი, მატება წინა წელთან 128%
15 ირლანდია - $2 მილიონი, მატება წინა წელთან 5%
16 კანადა - $2 მილიონი, კლება წინა წელთან -6%
17 კვიპროსი - $1 მილიონი, კლება წინა წელთან -5%
18 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 25%
19 სომხეთი - $1 მილიონი, კლება წინა წელთან -14%
20 ნიდერლანდები - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 121%

2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.0 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის (24.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია.