მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 25%-ით შემცირდა - იმპორტიორი ქვეყნები

ნავთობი

წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი თანხობრივად 17.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 25.3%-ით შემცირდა.

მთავარი ბაზრიდან, იმპორტის შემცირების მიუხედავად 27.3%-ით არის გაზრდილი ზოგადი მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 631.6 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და მისგან წარმოებული პროდუქტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 496.1 მლნ აშშ დოლარის.

1-ელ მარტს, რუსეთის ფედერაციამ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს მიღმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ძალაში შესული გადაწყვეტილება მაისში დროებით შეაჩერა, რისი ვადაც კიდევ ერთი თვით ივნისშიც გახანგრძლივდა. შეზღუდვის შემდეგ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის ნაწილში სხვა ქვეყნებზე გადაეწყო და შემზღუდავი ნორმის მოხსნის მიუხედავად ასეც დარჩა, რადგან ბოლო ორი თვის ჭრილშიც კლება ფიქსირდება 26.2%-ით.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  1. რუსეთი - $263.5 მლნ, 344,959 ტონა;
  2. ბულგარეთი - $84.3 მლნ, 91,727 ტონა;
  3. რუმინეთი - $63.5 მლნ, 74,236 ტონა;
  4. აზერბაიჯანი - $48 მლნ, 60,080 ტონა;
  5. საბერძნეთი - $39 მლნ, 40,020 ტონა;
  6. ბელარუსი - $26.9 მლნ, 27 384 ტონა;
  7. თურქმენეთი - $33.2 მლნ, 33,746 ტონა;
  8. თურქეთი - $29.5 მლნ, 34,651 ტონა;
  9. უზბეკეთი - $19.5 მლნ, 15,295 ტონა;
  10. გერმანია - $7.6 მლნ, 23,815 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები