ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის - ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი პირველი ხუთი თვის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა მხოლოდ მაისში საქართველოს ღვინის რეალიზებით შემოსავალი შეუმცირდა. მიზეზი 1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის 3-ჯერ გაზრდაა. შედეგად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მაისში შემცირდა რუსეთიდან ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლებიც. თუ აპრილში ქვეყანამ 34 მილიონ 529 ათასი დოლარი მიიღო, მაისში ეს რიცხვი 4 მილიონ 990 ათას დოლარამდე შემცირდა. რა ეფექტი ექნება ღვინის ინდუსტრიაზე რუსეთის მხრიდან აქციზის გაზრდას და როგორ მიმდინარეობს ქართული ღვინის ექსპორტი.