“რუსებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია”, - ამის შესახებ რუსული გამოცემა “ინტერფაქს ტურიზმი” ტუროპერატორ FUN&SUN-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, საქართველოს მიმართულებით ტურები დეკემბრის ბოლომდეა დაჯავშნილი.
"ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიული ტურები თბილისში. ახლა მოთხოვნა ექსკურსიის პროგრამებზე გადავიდა... ჯავშნები გვაქვს დეკემბრის ბოლომდე, საახალწლო ტურები აქტიურად იჯავშნება”, - აღნიშნულია სტატიაში.
დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს. FUN&SUN-ის პრესსამსახურის, თქმით, საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების დეფიციტი ჯერჯერობით არ არის, თუმცა პრობლემა, შესაძლოა, საახალწლო პერიოდში გაჩნდეს.
“ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Piazza Tbilisi 3*, Etnograph 4*, Golden Tulip 4*, Pulman 4*," - განაცხადა ოლგა ივანოვამ.