მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან საქართველოში ტურებით ძალიან ბევრია დაინტერესებული - Buslines

BUSLINES

რუსეთიდან საქართველოში ტურებით ძალიან ბევრია დაინტერესებული, – ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის დამფუძნებელმა, გელა ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ინტერესის ფონზე, კომპანია ახალი ტურების ორგანიზებას გეგმავს, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსულ მგზავრებს მოემსახურება.

„ტურები იქნება ორგანიზებული დაწყებული ბათუმიდან და გაგრძელებული კახეთის მიმართულებით. ვგეგმავთ შიდა ტურიზმის გააქტიურებას, იქნება ეს კულინარიული ტურები, ან მომლოცველები, რომლებსაც ჩვენს წმინდა ადგილების მონახულება სურთ. ვემსახურებით როგორც რუსეთიდან, ისე ბელორუსიდან ჩამოსულ სტუმრებს. ამ ქვეყნებიდან დაინტერესება არსებობს საქართველოში არსებულ ბანაკებსა და სპორტულ შეჯიბრებებზეც“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართულებით მოთხოვნას, Buslines რუსეთში ქართული შემოქმედებითი ჯგუფების, მომღერლებისა და კომერციული ორგანიზაციების ვიზიტსაც უზრუნველყოფს.

კომპანია ბაზარზე მე-6 წელია ოპერირებს და რეისებს რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით ახორციელებს. რუსეთის შემთხვევაში, კონკრეტულად მოსკოვი-ივანოვო/პეტერბურგის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები