რუსეთიდან ხორბლით დატვირთული მატარებელი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით სომხეთისკენ გაემგზავრა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ პირველი მატარებელი სომხეთში ტრანზიტით პრეზიდენტ ალიევის მიერ სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ გაკეთებული განცხადების შესაბამისად დაიძრა.
4 ნოემბრის ღამის საათებში რუსეთიდან 15 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გავიდა, რომელსაც ჯამურად 1048,8 ტონა ხორბალი გადააქვს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთში ტრანზიტზე მოქმედი ყველა შეზღუდვა მოიხსნება.




























