მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის აეროპორტ "ვნუკოვოში" მგზავრებისთვის განცხადებები ქართულ ენაზეც გამოჩნდება - მედია

ვნუკოვო

რუსეთის აეროპორტ "ვნუკოვოში" მგზავრებისთვის განცხადებები ქართულ და სომხურ ენებზე გამოჩნდება. როგორც "სპუტნიკი" წერს, ტაბლოებზე "გამარჯობა" და "ბარევ ძეს" დაიწერება.

პროპაგანდისტული გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზანია, მგზავრებმა თვითმფრინავამდე გასასვლელი მარტივად იპოვონ და რეისები არ გადაიდოს.

"სპუტნიკის" ცნობით, ამ დრომდე საერთაშორისო რეისები თურქულ, გერმანულ, უზბეკურ, ტაჯიკურ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე ცხადდება.

ცნობისთვის, "ვნუკოვოდან" თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღიურად სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები