გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით გავხსენით ეს ბაზარიც– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ნინოწმინდაში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლის დღიდან გახსნა არაერთი ბაზარი ქართული პროდუქციის რეალიზაციისთვის.
“გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით გავხსენითეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადაადგილდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენმა მშრომელმა ხალხმა ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს და კარგად აითვისოს ყველა ის სიკეთე, რაც ამ ბაზრების აგხსნით არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ახლა ჩავატარებთ ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივალთ არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ამიტომ, მეტი საქმე, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება უნდა მოვუტანოთ ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა პრემიერმა.




























