მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

5f6c463f2d6e1
ნათია თაქთაქიშვილი
24.09.20 11:15
990
რუსეთის დუმის დეპუტატი, 67 წლის ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ Corona24.news-ი ავრცელებს.

აგაევი მკურნალობას მოსკოვის ერთერთ კლინიკაში გადიოდა და ბოლო რამოდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა. ვახა აგაევი კომუნისტური პარტიის წევრი და დუმის ბოლო ორი მოწვევის დეპუტატი იყო.

აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების ინფორმაცია დაადასტურა აგაევის თანაპარტიელმა დენის პარფენოვმა. 

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთის პარლამენტში 450 დეპუტატიდან დაახლოებით 50-ს კორონავირუსი ჰქონდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 13 პარლამენტარია მოთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები