მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა

63f4bcdfe4aa5
გიორგი თოლორდავა
21.02.23 17:10
1074
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა. ოფიციალური უწყების შეფასებით, გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა, რაც IMF-ისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ომის საწყის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებდა, წლის ბოლოსათვის კი პროგნოზები გადაიხედა და საერთაშორისო ინსტიტუტები 3.5%-იან შემცირებას მოელოდნენ.

მიმდინარე ფასებითა და ვალუტის კურსით, რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 2.02 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიარდი დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები