მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე ვერ თანხმდება

რუსული კომპანიები

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ, 21-ე ფართომასშტაბიან პაკეტზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ 250 სუბიექტის სიაზე შეთანხმებას მივაღწევთ... ეს არის ერთჯერადად სანქცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, რომელიც კი აქამდე დაგვიწესებია. თუმცა თავად 21-ე პაკეტზე სრული შეთანხმება ჯერ არ არის“, - აღნიშნა კალასმა ბრიუსელში.

რაც შეეხება უშუალოდ 21-ე პაკეტს, კალასის თქმით, აქ ჯერ კიდევ რჩება ღია კითხვები, რომელთა მოგვარების გარეშე პროცესი წინ ვერ წავა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა შემოთავაზებულ საზღვაო მომსახურების აკრძალვასა და რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე შეზღუდვების გამკაცრებაზე.

ბუდრისმა პარტნიორებს მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ხარჯზე ეკონომიკური ინტერესების წინ წამოწევა მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები