მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოკომპანიები საქართველოდან, რომლებიც EU-ს სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდნენ - რა ვიცით?

კრიპტო ევროპა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსების წყაროებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური შეზღუდვაა.

ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა აამოქმედა 14 კრიპტოპლატფორმის წინააღმდეგ, რომელთაგან რამდენიმე საქართველოშია რეგისტრირებული, მათ შორისაა:

Exnode, Exnode Pay (Arvix LLC)
შპს არვიქს, 405655143
მესაკუთრე: თამაზ გარაევი – 100%
მისამართი: თბილისი, გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N264 (თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)

Aifory
შპს ეიაიფორი, 400361559
მესაკუთრე: მიხაელ გევორქიანი – 100%
მისამართი: თბილისი, გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N264 (თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)

ABCeX
შპს აბცექს, 400400295
მესაკუთრე: სერგეი მენდელეევი – 100%
მისამართი: თბილისი, გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N264 (თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)

Rapira
შპს რაპირა გრუპ, 412771852
მესაკუთრე: ილიას აჰაევი – 100%
მისამართი: ამბროლაური, ხვანჭკარა, ბლოკი N001, ნაკვეთი N047 "ნამოსახლევი".

ცნობისთვის, ევროპული მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს იმ ფინანსური არხების გადაკეტვას, რომელთაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს. ამასთანავე, ევროკავშირმა პირველად შემოიღო პრეცედენტული სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს მესამე ქვეყნების კრიპტოპროვაიდერების სრულ აკრძალვას, თუკი დადგინდება მათი მონაწილეობა სანქცირებულ ოპერაციებში და არალეგალურ აქტივობებში.

ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ კრიპტოკომპანიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები