მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ეკონომიკა შემცირდა – დაიწყო თუ არა რეცესია?

რუსეთი

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით შემცირდა.

უწყების განმარტებით, ეკონომიკური აქტივობის კლება რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის: მაღალი საბაზისო ეფექტით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით და ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებით.

დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.0%-მდე დაეცა, ხოლო 2026 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ უფრო მწირ, 0.8%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ქვეყანაში რეცესიის დაწყების საკითხს რაც შეეხება, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, 2026 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება და იანვრის სტატისტიკა სწორედ ამაზე მეტყველებს.

ცნობისთვის, ეკონომისტები რეცესიად გადაბმულად ორი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებულ კლებას მიიჩნევენ, შესაბამისად, ტექნიკურად რუსეთი ჯერ რეცესიაში არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები